Sunday, May 11, 2014

მე-9 დღე

     დღეს ვისწავლე ლინკლისტების დამატება,  გაჯეტების დამატება  ასევე ტრენერის ბლოგზე მიბმა.
      ინტელის  სასწავლო  პროექტმა   შესაძლებლობა მომცა,  სამომავლო  გეგმებში შევიტანო ისეთი  პროექტები ,რომლებიც  ჩემს  მოსწავლეებს განუვითარებს  მაღალი დონის სააზროვნო უნარებს  და  გაზრდის  სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას. ამ პროექტმა  მე მასწავლა , თუ როგორ უნდა  შევქმნა ჩემს მოსწავლეებთან  ერთად  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ  განვავითარო  მოსწავლეებში  21-ე საუკუნის  უნარ ჩვევები.
       ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ  ხათუნას.

Friday, May 9, 2014

მეშვიდე დღე

ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტისათვის ჩეკლისტის შექმნა,  სლაიდ-შოუს შეფასების კრიტერიუმები,  ჯგუფური მუშაობის რუბრიკა  და დაკვირვების ჩეკლისტი. კორექტირება გავუკეთე შეფასების გეგმას .

Sunday, May 4, 2014

მეექვსე დღე

გავეცანი მოსწავლის სასწავლო პროექტების მზა ნიმუშებს   

შევადგინე მოსწავლის  ბუკლეტი ნარჩენების გადამუშავების შესახებ.

Saturday, May 3, 2014

დღე 5

მოვამზადე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.  გავეცანი პრეზენტაციის მზა ნიმუსებს.  ვისწავლე სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტების მოძებნა და გამოყენება.  გავეცანი საავტორო უფლებების პრეზენტაციას.

დღე 4

ვისწავლე პროექტზე დაფუძნებული სწავლების  შეფასებას.შევიმუშავე შეფასების გეგმა.  გავეცანი შეფასების სხვადასხვა  ფორმას.  განვსაზღვრე შეფასების პერიოდულობა.  ვისწავლე ტექსტების შედგენა და გაგზავნა, ასევე მუშაობის დროს საჭირო კითხვებისა და ფორმების შექმნა და გაგზავნა.

დღე 3

ვისწავლე როგორ როგორ  უნდა გამოვიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად მოსწავლეთა შეფასების ხელშეწყობის მიზნით. ვისწავლე როგორ შევარჩიოდა დავსვა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვასხვავე ერთმანეთისაგან ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევარჩიე სტანდარტენბი, ჩამოვაყალიბე მიზნები.

დღე 2

დღევანდელი  დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვისწავლე პროექტებისათვის პუბლიკაციის მომზადება, ბუკლეტის შექნა, შევქმენი პროექტის მონახაზი.